არსებული ინფორმაციით, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
თორნიკე ჭეიშვილის თქმითვე, შემთხვევა დღეს მოხდა.
„სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.
დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა ჭეიშვილმა.