LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა

160
Screenshot 2025-04-06 170040

„ინდიგო“-ს აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, პოლიციამ გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა.

მისივე ინფორმაციით, პრესსამსახურში უთხრეს, რომ სორდია დაკავებულია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

„გადაყვანილია დიღმის იზოლატორში. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ველოდებით, რომ ადვოკატი შევიდეს და გავიგოთ, რა მოხდა. მეგობრებს უნდა შეხვედროდა, მათ ნახეს საბას კუთვნილი დაგდებული სკუტერი და ასე გავიგეთ მისი დაკავების ამბავი”,- წერს ნატა ძველიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g