რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„2 ადამიანი დააკავეს რუსთაველზე“, – წერს ჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი.
დაკავებების შესახებ წერს აქტივისტი ელენე ქაიხოსროშვილიც.
„პოლიციამ ხელით გაიყვანა დღეს აქცია გზიდან. უდიდესი მობილიზაცია აქვთ, რასაც ვუყურებ ლაივებში. მიხარია, რომ ამდენი უჯიშო პოლიციელი აღდგომას სახლში არ არი“, – დაწერა კიდევ ერთმა აქტივისტმა, ელენე ქაიხოსროშვილმა.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.