რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სავარაუდოდ, ხანძარია. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი შენობაში მდებარე სასადილოს უკიდია.
როგორც ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
“ფორტუნა” ცდილობს კომენტარი მოიპოვოს პენიტენციური სისტემიდან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.
დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.