LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსენალის პატარა მტირალა ფანი სიმბოლოდ იქცა და ინტერნეტი ააფეთქა (ვიდეო)

82

„არსენალის“ ძალიან ახალგაზრდა ფანი „სიტისთან“ თამაშის დროს მიხვდა, რა არის ტკივილი, აბღავლდა და ინტერნეტი ააფეთქა.
ბავშვმა გუნდი არასწორად შეარჩია.

„არსენალმა“ უშანსოდ წააგო ინგლისის ლიგის თასის ფინალი „მანჩესტერ სიტისთან“ – 0:3.

66-ე წუთზე, „ქალაქელების“ მესამე გოლის შემდეგ, ოპერატორმა გულშემატკივრებს შორის ლონდონელთა პატარა ქომაგი შეამჩნია. რთული საყურებელი იყო: ის ისე ტიროდა, რომ შეუძლებელია არ თანაუგრძნო.

ეკრანზე გამოჩენის რამდენიმე წამმა ის „არსენალის“ ტანჯვის სიმბოლოდ აქცია: „საწყალი ბავშვი. „არსენალის“ ფეხბურთელებმა ეს უნდა ნახონ და დაფიქრდნენ თავიანთ სამარცხვინო თამაშზე“.

ევროპის ლიგა „არსენალის“ ბოლო იმედია რაიმე ტიტული მოიგოს.
1/8 ფინალში „მეთოფეები“ იტალიურ „მილანს“ შეხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g