უსაფრთხო, მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება შემოქმედებითი სკოლა „არტ პალასი“, სადაც 5 წლიდან ბავშვებს მრავალფეროვანი შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროგრამები ელოდებათ. სკოლის მიზანია, თითოეულ ბავშვს მისცეს შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, განივითაროს უნარები და დრო საინტერესოდ და ხალისიანად გაატაროს.
თამუნა ჩოფიკაშვილი, შემოქმედებითი სკოლის „არტ პალასი“ დამფუძნებელი:
– შემოქმედებითი სკოლა „არტ პალასი“ დაიბადა ჩემი დიდი სურვილიდან, შემექმნა სივრცე, სადაც ბავშვები თავს თავისუფლად, უსაფრთხოდ და ბედნიერად იგრძნობდნენ. ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველა ბავშვს აქვს ნიჭი და პოტენციალი, რომელსაც აღმოჩენა და განვითარება სჭირდება.
გარდა ამისა, ჩემი აზრით, ბავშვებისთვის მხოლოდ აკადემიური ცოდნა არ არის საკმარისი, მათთვის მნიშვნელოვანია არაფორმალურ გარემოშიც აღმოჩენა, სადაც ისინი ისწავლიან საკუთარი აზრის გამოხატვას, მეგობრობას, შემოქმედებითად აზროვნებას, შეძლებენ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებას.

„არტ პალასი“ განკუთვნილია 5 წლის ასაკიდან ყველა იმ ბავშვისთვის, ვისაც აქვს სურვილი დამატებით განვითარდეს, ისწავლოს და საინტერესო გარემოში გაატაროს დრო. ჩვენი თითოეული პროგრამა მორგებულია ასაკობრივ თავისებურებებსა და საჭიროებებს, რათა ბავშვებმა თავი კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნონ.
„არტ პალასში“ გვაქვს შემოქმედებითი და საგანმანათლებლო მიმართულებები, როგორიცაა ხატვა, თიხაზე მუშაობა, თოჯინების დამზადება, ხელნაკეთობები, გვაქვს თემატური ვორქშოპებიც, ასევე, ინგლისურის სწავლა თამაშით, მენტალური არითმეტიკა, სახალისო მათემატიკა და ლოგიკა.
ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება ბავშვების სიყვარულია. თითოეული პედაგოგი პროფესიონალია თავის სფეროში. მაგრამ ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ – ყურადღების, მზრუნველობის, პასუხისმგებლობის გამოვლენა. სწორედ ეს ქმნის ჩვენს ოჯახურ გარემოს.

22 ივნისიდან „არტ პალასის“ ბაზაზე წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება „მზის აკადემიამ“, ჩვენმა საზაფხულო სკოლამ. აქ ბავშვები ზაფხულის არდადეგებს ატარებენ საინტერესო, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში. დღის განმავლობაში ისინი მონაწილეობენ მრავალფეროვან, შემოქმედებით, საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში. ავითარებენ წარმოსახვას, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს. იძენენ ახალ გამოცდილებას და მეგობრებს. ასე რომ, თუ მშობლები ეძებენ ადგილს, სადაც მათი შვილები დროს ნაყოფიერად, ხალისით და მზრუნველ გარემოში გაატარებენ, „მზის აკადემია“ სწორედ ასეთია. რეგისტრაცია კვლავ გრძელდება და სიამოვნებით მივიღებთ ახალ მონაწილეებს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვწერონ სოციალური ქსელების მეშვეობით ან დაგირეკონ ნომერზე: +995 599 92 28 28. შემოქმედებითი სკოლა „არტ პალასი“ მდებარეობს შალვა ნუცუბიძის ქუჩის #69-ში. სიამოვნებით გავესაუბრებით თითოეულ მშობელს და დავეხმარებით მათთვის სასურველი პროგრამის შერჩევაში.
ახალი სასწავლო წლიდან გვინდა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი პროგრამები, ვგეგმავთ არაერთ ვორქშოპს, შემეცნებით შეხვედრებს, მასტერკლასებსა და აქტივობებს, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება როგორც ცოდნის, ისე სოციალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.