ქართულ ბაზარაზე სულ ახლახანს უნიკალური და ინოვაციური ბრენდ მაღაზია „არტ ვუდი“ გამოჩნდა. მაღაზია თამარ მეფის N5 -ში მდებარეობს და აქ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ნახოს სრულიად განსხვავებული, გამორჩეული დიზაინის მქონე საყოფაცხოვრებო და ასევე საოფისე ავეჯის სრული ასორტიმენტი.
„ჩვენი კომპანია არის სრულიად მორგებული მომხმარებლის გემოვნებასა და სურვილებზე. ჩვენს მომხმარებლს აქვს შესაძლებლობა, თავისი მოთხოვნის მიხედვით, ადგილზე შეუკვეთოს სასურველი ნივთი, დიზაინერების გამოცდილი გუნდის დახმარებით. დამატებითი სერვისის სახით, ასევე შესაძლებელია ჩვენი მხატვარ-დიზაინერის მიერ კედლების მოხატვა და ასევე უნიკალური ნახატების შექმნა“, – აცხადებენ „არტ ვუდში“.
მათივე ინფორმაციით, „არტ ვუდი“ თავისი სპეციფიკით არის გამორჩეული მაღაზია, რადგან აქ მუშაობენ ხის ისეთ ჯიშებზე, რომელიც იშვითობაა და სწორედ „არტ ვუდის“ ექსკლუზივია. ცნობისთვის, „არტ ვუდი“ გახლავთ საქართველოში პირველი, მასიური ხის საწარმო, რომელიც ეპოქსიდური მიმართუოლებით მუშაობს.
„არტ ვუდი“- მაღაზია სადაც, ერთიანდება ტექნოლოგიები და ხელოვნება.