NASA-ს Artemis II-ის მისიამ მთვარის გარშემო მოგზაურობა დაასრულა და თბილისის დროით 4:07 საათზე წყნარ ოკეანეში, სან დიეგოს სანაპიროსთან წარმატებით დაეშვა.
Artemis II-ის ეკიპაჟის წევრებმა, რეიდ უაისმენმა, ვიქტორ გლოვერმა, კრისტინა კოხმა და ჯერემი ჰენსენმა 10-დღიანი მოგზაურობის ფარგლებში დედამიწიდან 252,756 მილს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შორ წერტილს მიაღწიეს და 56 წლის წინ აპოლო 13-ის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნეს.
დედამიწაზე დაშვების შემდეგ ეკიპაჟის წევრები სამედიცინო შემოწმებისთვის აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდზე USS John P. Murtha-ზე გადაიყვანეს.
NASA-ს დირექტორის, ჯარედ აიზეკმენის განცხადებით, მთვარეზე მისიები გაგრძელდება, ვიდრე 2028 წელს მასზე დაშვება არ მოხდება.
