LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არტერიას აცდა ტყვია რამდენიმე მილიმეტრით – პირველი არხის ჟურნალისტს ოპერაცია გაუკეთეს

2003
likunaaaiia

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი გუშინ აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის ნასროლი რეზინის ტყვიით დაშავდა და მას ფეხზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. როგორც ჟურნალისტი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, არტერიას ტყვია რამდენიმე მილიმეტრით ასცდა.

“მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავბედნიერდი იმით, რომ ბევრ ადამიანს ვყვარებივარ. გულწრფელად გიხდით ბოდიშს იმისთვის, რომ ვერ გპასუხობთ მესიჯებზე, წერა მიჭირს და აქ დავწერ ჩემს მდგომარეობას.
ახლა კარგად ვარ, გადავრჩი, რომ არტერიას აცდა ტყვია რამდენიმე მილიმეტრით. დღეს გავიგე, რომ ნერვი დამიზიანა, მაგრამ ესეც გაივლის  ვრჩები საავადმყოფოში, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფეხიდან აი, ეს ტყვია ამომიღეს, რომელიც მე პირადად პირველად ვნახე ❤” – წერს ჟურნალისტი ფეისბუქ გვერდზე. 

 

magti 5g