LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არველაძეების კიდევ ერთი სიმპათიური წარმომადგენელი, რომელიც ფეხბურთის ვარსკვლავობას უმიზნებს (ფოტოები)

2962
vato-arveladze

რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ვაჟი, ვატო, მამის კვალს გაჰყვა და საფეხბურთო კარიერა აირჩია. ჯერჯერობით ის მას ამ სფეროში საკმაო წარმატებები აქვს.

ვატო 20 წლისაა. ამჟამად თამაშობს კელცეს „კორონა“-ში (პოლონეთი.) იქ თბილისის “ლოკომოტივიდან” გადავიდა და გააფორმა  2+1 სისტემის კონტრაქტი (ორწლიანი კონტრაქტი, შემდეგი ერთი წლის გახანგრძლივების უფლებით).

ბოლოდროინდელი თამაშების შემდეგ, როცა საკლუბო დონეზე რამდენიმე გოლი გაიტანა, საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.

გაირა ყველა ასაკობრივი ნაკრები – 17 და 19 წლამდელი, ახალგაზრდული ნაკრები.

ირლანდიასთან შედგა მისი სადებიუტი მატჩი ეროვნული ნაკრების მაისურით.

რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელის პირად ცხოვრებას, მას ჰყავს შეყვარებული, მაკუნა ზედაშიძე, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები