“ასადის რეჟიმისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებსაც არაფრად თვლის, ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი არ უნდა იყოს,“ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების თაობაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ვიწყებთ პროცედურებს დიპლომატური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ. სამწუხაროა, რომ რუსეთის მანიპულირებით სირიაში ასადის რეჟიმმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება,”- აღნიშნა მინისტრმა.