ასაკი არ მაძლევს საშუალებას და პროფესია, რომ უკრაინაში წავიდე და ავტომატი ავიღო ხელში, – ეს გაცხადება ანზორ მელიამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას გააკეთა.
ანზორ მელიამ პატივისცემა გამოხატა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების მიმართ.
“მე უაღრესად დიდ პატივს ვცემ იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებმაც თავიანთი ოჯახები, შვილები დატოვეს და წავიდნენ უკრაინაში საერთო მტერთან საბრძოლველად. მე პატივს მივაგებ აი ასეთ ადამიანებს და როგორც ჩემი ოჯახის წევრი, ისე დავიტირე ყველა. ” – განაცხადა მელიამ