იაპონიის ასაკოვანი მოქალაქეები გადარჩენისთვის ცდილობენ ციხეში მოხვდნენ. ამის შესახებ CNN წერს.
როგორც სტატიიდან ირკვევა, იაპონიის ყველაზე დიდი ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულება ძირითადად ასაკოვანი ქალბატონებითაა სავსე. უფრო მეტიც, როგორც ციხის წარმომადგენლები აზუსტებენ, პატიმრებისთვის იმდენად მტკივნეულია მარტოობის პრობლემა, რომ ამ გრძნობას საკანში ყოფნას ამჯობინებენ.
„არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ამბობს რომ მზადაა გადაიხადოს 20 000 ან 30 000 იენი თვეში, რათა ციხეში სამუდამოდ დატოვონ,“ – დააზუსტა ქალთა ციხის თანამშრომელმა ტოტიგი ტაკაესიმ.
როგორც ცნობილია, პატიმრები რეგულარულ კვებას, სამედიცინო დახმარებას, მოვლა-პატრონობას იღებენ. ჰყავთ მეგობრები და მოკლედ აქვთ ყველაფერი რაც თავისუფლებაზე ყოფნის დროს აკლიათ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც რომ 65 წელს გადაცილებულ იაპონელთა 20% სიღარიბეში ცხოვრობს. შესაბამისად, მათ ციხეში ურჩევნიათ ყოფნა, სადაც სითბო, საჭმელი და სიმშვიდეა.