40 წლის სუპერმოდელი, ირინა შეიკი 8 წლის ქალიშვილთან, ლეასთან ერთად მაიამიში ისვენებს. დედა-შვილი პაპარაცების ობიექტივშიც სანაპიროზე სეირნობის დროს მოხვდა.
გავრცელებულ ფოტოებში, შეიკი შავ ბიკინში, კეპსა და მზის სათვალეში პოზირებს, ირუჯება და ზღვაში ლეასთან ერთად ცურავს.
ახალმა კადრებმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი მოდელს სხეულის ფორმებს უწუნებს. მათი აზრით 40 წლის შეიკს უკვე ასაკი დაეტყო და მისმა კუნთებმა ტონუსი დაკარგა.
„ასაკთან ისიც კი უძლურია“,„აშკარად ვეღარ გამოიყურება ისე, როგორც უწინ“, „შეხედეთ მის სხეულს, უკვე დაეტყო წლები“, – არ წყდება კომენტარები.
ვიდეო: ტომ ბრედიმ ირინა შეიკი 25 წლის მოდელზე გაცვალა