LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასე გამოიყურება 2 დღის წინ გახსნილი საბავშვო ატრაქციონი”

261

თბილისში, ვაჟა-ფშაველას კვარტალში რამდენიმე დღის წინ გახსნილ სკვერში, საბავშვო ატრაქციონი დაზიანებულია.

ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მანანა თოქმანჯიშვილი ავრცელებს.

“ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტალი, ორი დღის წინ გახსნილ სკვერში ასე გამოიყურება საბავშვო ატრაქციონი”, – წერს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმანჯიშვილი.

ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ხელები უნდა დაამტვრიო ამის გამკეთებელს”- წერს ფოტოს კომენტარში ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგრა გრიგოლია.

საბავშვო საქანელას დაზიანებისთვის დამნაშავეს “ველურები”, “უსაქმური მავნებლები”, “კრიმინალები” და ვანდალები” უწოდეს “ფეისბუკის” მომხმარებლებმა. ისინი დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g