LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთ ფსიქოლოგიურ დარტყმას, მტრის მიერ, მთელი ქვეყნის ოკუპაციაც კი ვერ გამოიწვევდა – ნათელაშვილი სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებას აფასებს

368
1

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდრი შალვა ნათელაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ტრანსპორტირებისა და გლდანის დაწერებულებაში შესახლების კადრებს ეხმიანება.

ნათელაშვილი ვიდეოებს ბარბაროსულმა კადრებს უწოდებს და წერს, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობას მსოფლიოს თვალში დიდი ფსიქოლოგიური დარტმა მიაყენა:

“ექს-პრეზიდენტზე ძალადობის ამ ბარბაროსულმა კადრებმა ისეთი ფსიქოლოგიური დარტმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას მთელს მსოფლიოში, რასაც მტრის მიერ მთელი ქვეყნის ოკუპაციაც კი ვერ გამოიწვევდა.” – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის №18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრებიც გაასაჯაროვა.

კადრებში ჩანს, როგორ შეჰყავთ სააკაშვილი დაწესებუელბაში და როგორია მისი რეაქცია მას შემდეგ, რაც იგებს, რომ სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად გლდანის დაწესებულებაში მიიყვანეს.

მოგვიანებით გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც სააკაშვილის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანისა და ტრანსპორტირების კადრებია ასახული.

სახალხო დამცველი: შეურაცხმყოფელი ფორმით მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

ასეთ ფსიქოლოგიურ დარტყმას მტრის მიერ მთელი ქვეყნის ოკუპაციაც კი ვერ გამოიწვევდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები