დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი, რომელიც კესარია აბრამიძის მეგობარი იყო „პალიტრავიდეოს“ უყვება, რომ მას ბოლო პერიოდში მიმოწერა ჰქონდა კესარიასთან და იცოდა, რომ ის ტოქსიკურ ურთიერთობაში იყო.
„საქართველოში ადამიანის სიცოცხლეს არაფრის ფასი არ აქვს. სხვა კანონებს რომ იღებენ, გამკაცრების კანონიც უნდა მიიღონ, რომ ადამიანის სიცოცხლეს უნდა დაედოს ფასი.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ასეთ მოძალადეებს ზრდიან ისეთი ქალები, რომლებიც კომენტარებში წერენ, აქამდე იყო მოსაკლავი და ათას სისულელეს. ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება. კესო ხშირად დადიოდა ჩემთან სახლში. ბოლო პერიოდში მხოლოდ მიმოწერა გვქონდა და ვიცოდი, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში იყო.
მაგრამ ეს უნდა შეწყდეს ხალხო, ასე არ შეიძლება. გაზარდეთ ქალებო კაცები, ნუ ზრდით ლაჩრებად“, – ამბობს ნატო ხუნაშვილი.