LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კესარია აბრამიძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა – ლელა წურწუმია „ინსტაგრამზე“ კესარიას ვიდეოს გვიზიარებს

449
ლელა წურწუმია კესარია აბრამიძე

კესარია აბრამიძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომღერალი ლელა წურწუმია კესარიას ფოტოს გვიზიარებს.

ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი, ბექა ჯაიანია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

პროკურატურის ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა აქვს მიყენებული. აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ვიდეო: კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს – კადრები სასამართლო პროცესიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g