LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთ რა ხარისხის ზიზღზე და არაადამიანობაზეა გათვლა, რომ ვინმე ისიამოვნებს ამით?! – დღეს კონკრეტულად ამ ერთი ადამიანის ბედი არ წყდება, ჩვენიც წყდება – რეგრესი თუ განვითარება, ჩვენი გადასაწყვეტია“: ნევროლოგი მაია გაბუნია სააკაშვილის კადრებზე

345
მაია გაბუნია მიშაზე

„დაუძლურებული მტერიც კი ადამიანში სიბრალულს იწვევს. ასეთ რა ხარისხის ზიზღზე და არაადამიანობაზეა გათვლა, რომ ვინმე ისიამოვნებს ამით?!“, – ამის თაობაზე სოციალურ ქსელში ნევროლოგი მაია გაბუნია წერს, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ეხმაურება:

„მერე გვიკვირს, რატომ გვესმის ყოველდღე სხვადასხვა სისასტიკე, ქმარმა ცოლი მოკლა თუ შვილმა მამა.
კიდევ ის მიკვირს, ამ დროს ვიღაცები (თითქოს ადამიანები) ამის საპირწონედ სხვა პატიმრებზე სასტიკი მოპყრობის ძველ მაგალითებს რომ აშეარებენ. აა, ეს ღირსია?

რას მივიღებთ გრძელვადიან პერსპექტივაში? დღეს კონკრეტულად ამ ერთი ადამიანის ბედი არ წყდება, ჩვენიც წყდება – რეგრესი თუ განვითარება, ჩვენი გადასაწყვეტია.“ – წერს მაია გაბუნია „ფეისბუქზე.“

ამავე თემაზე:

გიორგი ფხაკაძე: „ბუმერანგივით დაუბრუნდება ქვეყანას.. სამედიცინო ეთიკის ფუნდამენტი მიწასთან არის გასწორებული“

“ვივა მედი ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ სააკაშვილის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროება მათი ნებართვის გარეშე მოხდა, ეს სერიოზული დანაშაულია” – გეგეჭკორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g