LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვივა მედი ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ სააკაშვილის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროება მათი ნებართვის გარეშე მოხდა… ეს სერიოზული დანაშაულია” – გეგეჭკორი

265
BeFunky-collage - 2022-12-15T003721.011

ვივა მედი ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ სააკაშვილის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროება მათი ნებართვის გარეშე მოხდა…ეს სერიოზული დანაშაულია,  – აღნიშნულის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისივე თქმით, პარალელურად სარჩელი უნდა შეიტანოს მათ წინააღმდეგ ვინც ეს გააკეთა. სხვანაირად სრული პასუხისმგებლობა პაციენტის კონფიდენციალურობის დარღვევაზე ეკისრებათ მათაც, პენიტენციურ სისტემასთან ერთად.

“ვივამედი ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ პაციენტის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროება მათი ნებართვის გარეშე მოხდა.

პარალელურად სარჩელი უნდა შეიტანოს მათ წინააღმდეგ ვინც ეს გააკეთა. სხვანაირად სრული პასუხისმგებლობა პაციენტის კონფიდენციალურობის დარღვევაზე ეკისრებათ მათაც, პენიტენციურ სისტემასთან ერთად.

პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა, არის სერიოზული დანაშაული სამედიცინო პერსონალისთვის.

მარტივად რომ აგიხსნათ, ჰოსპიტალში გადაღებულ თქვენს პირად ფოტოზეც კი რომ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის, პაციენტის იდენტობის შემცველი ინფორმაცია, მაგალითად სახელი მონიტორზე, ან რომელიმე კვლევის ნაგლეჯი სახელით ფოტოზე და ასე შემდეგ, ამას მოჰყვება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

უცოდინარობის ასეთი რა ხარისხი გჭირთ, რომ თქვენი უფლებები და მოვალეობები ანაბანის დონეზეც კი არ იცით?
ინგლისური ერთს მაინც ეცოდინება იმხელა ჰოსპიტალში და უთარგმნეთ, რა სასჯელს ითვალისწინებს პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროება”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

ამავე თემაზე:

“არ შემიძლია რომ არ დავწერო, რადგან ძალიან მტკივა…ყველა გაგებით საშინელებაა” – ლიზა იასკო სააკაშვილის კადრებზე

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას

მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება

ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი

რატი ბრეგაძე: როცა მიხვდნენ, რომ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა მუქარით და მხარდამჭერების შეკრებით, ჩაირთო სხვა მანქანა, რაც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის პოლიტიზებას და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესების გზით მის გათავისუფლებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g