იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედში” ყოფილი პრეზიდენტის ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროების მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ საქართველოში არავის აწამებენ.
„ჩვენ გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომელშიც შეიძლება, ანალოგიური ეპიზოდები იყოს წარმოდგენილი. მაქსიმალურად თავშეკავებით ვიმოქმედეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია”, – თქვა მან.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა.