LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება

676
Untitled design (7)

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრებში ერთ-ერთ ბოლო კადრი 12 დეკემბრით თარიღდება.

ვიდეოში ჩანს, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და გადაადგილება უჭირს.

პენიტენციურმა სამსახურმა დღეს ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, რომელიც მათივე განმარტებით სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს. გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g