უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც იასკო აღნიშნავს, მომხდარი ყველა დონეზე და ყველა გაგებით საშინელებაა.
“ქართული აუდიტორიისთვის სათქმელი ძალიან ცოტა მაქვს და სიტყვები არ მყოფნის. მიხეილზე ასეთი ვიდეოების გავრცელება იმის გამო, რომ მას დასცინონ…
არ შემიძლია ეს არ დავწერო, რადგან ძალიან მტკივა. ეს ყველა გაგებით და ყველა დონეზე საშინელებაა.
ვინმეს ეჭვი ეპარება მიხეილის გაუარესებულ მდგომარეობაში იმ ვიდეოების შემდეგ, რომლებიც გავრცელდა?”, – წერს ლიზა იასკო.
ამავე თემაზე:
მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება
ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი