LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი ბიჭი ჯერ არ დაბადებულა, ჯერ მარტო რამდენი უცხო ენა იცოდა“ – რას ჰყვებიან ცხვარიჭამიაში გარდაცვლილ 20 წლის ბიჭზე მეზობლები

7949
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (4)

ცხვარიჭამიაში მოკლულ 20 წლის მირიან კუკავას მეზობლებს „ტვ პირველი“ ესაუბრა.

მირიან კუკავას მეზობლები დადებითად ახასიათებენ.

„დაბადების დღეზე იყვნენ და ეს ინციდენტი იქ მოხდა, მაგრამ როდემდე უნდა მოხდეს მსგავსი შემთხვევები. კანონი არ უნდა არსებობდეს?

ისეთი ბიჭი იყო, არ ვიცი. ასეთი ბიჭი ჯერ არ დაბადებულა. ჯერ მარტო რამდენი უცხო ენა იცოდა. ზრდილობიანი კულტურული, განათლებული იყო.“  – ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი, რომელიც მირიან კუკავას კარგად იცნობდა.

„დაბადების დღეზე იყო და რაღაც ინციდენტი მოხდა. დეტალები არ ვიცი“. – აღნიშნავს მირიანის ერთ-ერთი მეზობელი.

„ახლა გავიგე, მომხდარის შესახებ.  ჩვენს ხელში გაიზარდა, ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო“. – თვალცრემლიანი საუბრობს მირიანის ერთ-ერთი მეზობელი.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 7 ადამიანია დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ცნობილი ექიმის შვილია – ვინ არის ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე მოკლული ახალგაზრდა?

ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს

„ჩემი მუდამ მომღიმარი, მხიარული, სიცოცხლით სავსე მირიანი“ – რას წერს ბუკა პეტრიაშვილი ცხვარიჭამიაში მოკლულ ბიჭზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g