LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ასეთი ჩენინგ ტატუმი ჯერ არასდროს გიხილავთ

100
41827068-0-image-a-21-1618560178330

40 წლის მსახიობმა, ჩენინგ ტატუმმა „ინსტაგრამზე“ სახალისო ფოტოები გაავრცელა. როგორც ჩანს ვარსკვლავი 7 წლის ქალიშვილთან დიდ დროს ატარებს და მის ყველა ახირებას ასრულებს.

ფოტოზე ჩენინგი ფერადი მაკიაჟით და ტუჩსაცხითაა წარმოდგენილი, შეღებილი აქვს თვალები და ფრჩხილზე მანიკიური უსვია.

„როდესაც ქალიშვილს მაკიაჟის გაკეთების უფლებას აძლევთ“, – ასე დაასათაურა ფოტო ტატუმმა.

ცნობისთვის, ჩენინგი და მისი ყოფილი ცოლი, ჯინა დევანი 2009 წლიდან 2019 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ. განქორწინების შემდეგ ჩენინგი მომღერალ ჯესი ჯეის ხვდებოდა, თუმცა მათი რომანი სულ რამდენიმე თვეა დასრულდა. ჯეის ახლა ახალი გულისწორი ჰყავს, ტატუმი კი კვლავ თავისუფალია.

„ერთი სული მაქვს, დედა როდის გავხდები“ – ვისში გაცვალა ჯესი ჯეიმ ჩენინგ ტატუმი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები