LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი სული მაქვს, დედა როდის გავხდები“ – ვისში გაცვალა ჯესი ჯეიმ ჩენინგ ტატუმი

214
page

გასულ წელს მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩენინგ ტატუმი და ჯესი ჯეი ერთმანეთს დაშორდნენ. თუმცა, აღნიშნულ ჭორებს ვარსკვლავური წყვილი ხან მხურვალე კოცნით, ხანაც ერთობლივი ფოტოებით პასუხობდა, ახლა კი ისინი საბოლოოდ დაშორდნენ.

ვიდეო: კვლავ ერთად – ჩენინგ ტატუმისა და ჯესი ჯეის მხურვალე კოცნა

33 წლის არტისტს ახალი გულისწორი ჰყავს, მოცეკვავე სახელად, მაქს ფამი და როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა. სულ ცოტა ხნის წინ  ჯესიმ „ინსტაგრამზე“ ანიმაციური ფილტრით გადაღებული ფოტო გაავრცელა, სადაც საზოგადოებას გამოუტყდა, რომ ერთი სული აქვს, დედა როდის გახდება.

„ერთი სული მაქვს, დედა როდის გავხდები, ეს მე ძალიან გამაბედნიერებს“, – წერს მომღერალი.

რაც შეეხება მის ახალ შეყვარებულს, მათი ურთიერთობის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები