LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასეთი ფინიები ჰყავთ ახლა საკრებულოში” – გოგი წულაიას აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

167
BeFunky-collage (3)

გოგი წულაია ქუთაისის საკრებულოს დღევანდელი სხდომას აქცია-პერფორმანსით გამოეხმაურა და ქუთაისის მერიასთან სათამაშო ძაღლი მიიტანა.

როგორც მან აღნიშნა, საკრებულოს დეპუტატები, “ბიძინა ივანიშვილის მონები არიან”.

“ამით ვეუბნები ადამიანებს, თორემ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში ჰყავთ თოჯინები, მონები ბიძინა ივანიშვილის და მღერიან ტიციან ტაბიძის ძალიან ლამაზ ლექსს პერიფრაზირებით – დავბადებულვარ რომ ვიყო მონა და ბიძინასი მედგა უღელი. აი ამ შეგნებით არიან შესული შიგნით და ყველაფერს აკეთებენ ბიძინას მონობისთვის. მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ასეთი ფინიები ჰყავთ ახლა საკრებულოში, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებენ”, – აცხადებს წულაია.

დღეს ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა იმართება. საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12:00 საათზე გაიხსნება.

ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა დღეს გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g