უკვე დიდი ხანია, რაც მარგო რობი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და სექსუალური ქალის ტიტულს ატარებს. ავსტრალიელი მსახიობი წარმატებით მოღვაწეობს ეკრანზე და თითოეულ ფილმში საბედისწერო ლამაზმანის როლში ჩნდება („უოლ-სტრიტის მგელი“, „ფოკუსი“, „თვითმკვლელთა რაზმი“).
ამ დღეებში კი მან დაამტკიცა, რომ სრულიად განსხვავებული იმიჯის მორგება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მსახიობმა ვიდეოში „ბიბლიოთეკარი“ მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ერთი შეხედვით ლამაზმანია, სინამდვილეში კი აღმოჩნდება, რომ მელოტია, თეთრი კბილების ნაცვლად პროთეზი აქვს და მათ, ვინც არ მოსწონს, უპრობლემოდ კლავს.