გუშინ ცნობილი გახდა, რომ მარგო რობი და ტომ აკერლი მშობლები პირველად გახდნენ. 34 წლის მსახიობს ვაჟი შეეძინა. ინსაიდერების ცნობით, რობი კლინიკაში მშობიარობამდე ორი კვირით ადრე დაწვა. პატარა სამყაროს დათქმულ ვადაზე ადრე, 17 ოქტომბერს მოევლინა
რამდენიმე საათის წინ, მსახიობი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა. მარგო მეუღლესთან, დედამთილთან და ახალშობილთ ვაჟთან ერთად კალიფორნიის სანაპიროზე, სეირნობის დროს გადაიღეს. ამ დღეს რობის ჯინსის ცისფერი კომბინეზონი ეცვა, რომელსაც ვარსკვლავმა თეთრი მაისური შეუხამა.
ორსულობის ბოლო დღეები – 34 წლის მარგო რობის ელეგანტური გამოჩენა
უმშვენიერესი ორსული – მარგო რობი ღამის კლუბში გადაიღეს