ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი ბოლო დღეების განმავლობაში, მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეში არსებულ სიახლეებზე საუბრობს და სიბინძურეს უწოდებს იმ ინფორმაციას, რაც გიგა ავალიანის მისამართით ჟღერდება.
თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ უთუოდ პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას, ვინც გიგასთვის უმძიმესი დანაშაულის, ცილისწამებლურად „იარლიყის“ მიწებებას ცდილობს.
„ვინც ამ ქალბატონს — შვილმოკლულ ეკა კუპატაძეს და მის, გამეტებით მოკლულ შვილს თავს ესხმით, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, თან მტკიცებულებითი ფორმით აკეთებთ ამ სიბინძურეს, უთუოდ პასუხი უნდა მოგეთხოვოთ და მჯერა, რომ ასეც იქნება, რადგან ასეთი უმძიმესი დანაშაულის, ცილისწამებლურად „იარლიყის“ მიწებება, არ არის სიტყვის თავისუფლება, არამედ დანაშაულია გამოკვეთილი, იურიდიულადაც ასეა და მორალურადაც!!!!!!!
სულ ნუ გაიხრწნებით ვითომ „ლიბერალურ მანტიას“ ამოფარებულნი, ლიბერალი – დიდი ილია იყო ჭავჭავაძე, კოსმოპოლიტი კი დიდი ვაჟა ფშაველი… თქვენ, არ ვიცი რა წარმონაქმნი ხართ. ლიბერალები რომ არ ხართ ფაქტია.
უფრო, ან შეგდებული პროვოკატორი, ან ამბიციური კრეტინი, ან უბრალოდ დაკომპლექსებული არარაობა, რომელსაც სურვილი აქვს რაიმეთი დაამახსოვროს თავი საზოგადოებას და ლორწოს და შხამს აფურთხებს (სხვა ვერაფერი შეუძლია) ჰოდა მაინც არ დარჩებით, ლორწოც და შხამიც ბოლოს ირეცხება – გადაირეცხება, ხოლო შვილმკვდარ დედას შხამითაც ვეღარ მოკლავთ, მკვდარია უკვე, იმ დღეს მოკვდა, როცა, მის ტვინით გატენილ შვილს ტვინი გაასხმევინეს მკვლელებმა, ახლა თქვენ აგრძელებთ იმ მკვლელობას ცილისმწამებლური ტალახის სროლით – დაბრალებით, რაიმე მტკიცებულება არ გაგაჩნიათ – ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ასეთი ბრალდება – ეგ იგივე მკვლელობაა !!!!!
უჰ, თქვენს დაკომპლექსებულ და მიუღწეველ არაცნობიერ „სურვილებს“ რა ვუთხარი, „მანიაკებად“ და პოტენციურ მკვლელებად რომ გაქციათ. ტფუ!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.
