უკვე რამდენიმე წელია წყალტუბოში დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში, მისი შვილიშვილი, უმცროსი ოტია იოსელიანი და მისი მეუღლე, ნუცა ცისკარიშვილი სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღებული, ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან.
ამის შესახებ ნუცა ცისკარიშვილი პერიოდულად უზიარებს ხოლმე საკუთარ მიმდევრებს ინფორმაციას.
წყვილი სოციალურ ქსელში მუდმივად იპყრობს ყურადღებას.
რატომ ატარებს მანდილს ოტია იოსელიანის რძალი: „მე ამ დიდი ოჯახის პატარა დიასახლისი ვარ...“
ძიძა არ მყავს და არც მაქვს სურვილი, მყავდეს.
ამასთან, ოტია იოსელიანის შვილიშვილი და მისი მეუღლე ცოტა ხნის წინ მშობლები გახდნენ. პატარა დაჩის ნათლობა მცირე ხნის წინ შედგა.
„არ იცით, როგორ ღირსეულად იქცეოდა ნათლობაზე დაჩი“ – ფოტოები პატარა დაჩი იოსელიანის ნათლობიდან
ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და სხვადასხვა საკითხებზე პირად გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს ხოლმე მოქალაქეებს.
ამჯერად, ნუცამ ოჯახური კადრები გააერთიანა:
„ტარიელ ჭანტურიას ამ ლექსზე პირველად დავამონტაჟე ჩემი და ოტიას კადრები… სხვისთვის არაფრის მთქმელი კადრები და ჩემთვის მთელი სამყარო..“, – წერს ნუცა ცისკარიშვილი.
ვიდეომ არაერთი გამოხმაურება გამოიწვია:
„სხვისთვის არაფრის მთქმელი კადრები არა ნუცა, პირიქით, სხვისთვის მისაბაძი წყვილი ხართ“
„ასე გამოიყურება სიყვარული და ბედნიერი ოჯახი“
„სამაგალითო წყვილი“
„ოტიას ღირსეული შთამომავლები,“ – წერენ მოქალაქეები.