მწერალ ოტია იოსელიანის შვილიშვილი – ოტია იოსელიანი და მისი მეუღლე ნუცა ცისკარიშვილი მშობლები გახდნენ. წყვილს ბიჭი შეეძინა და დაჩი დაარქვეს.
ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ახალშობილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
„პატარა იოსელიანი მოევლინა ქვეყანას. კარგად ჩაიარა ყველაფერმა. მსოფლიოში ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრენი გავხდით. პაწაწინა სიყვარული დაჩი იოსელიანი“, – წერს ნუცა სოციალურ ქსელში.