ოტია იოსელიანი 96 წლის გახდებოდა.
საიუბილეო თარიღს სოციალურ ქსელში მწერლის რძალი, ნუცა ცისკარიშვილი ეხმაურება და სახლ-მუზეუმიდან შესანიშნავ ვიდეოს გვიზიარებს.
„16 ივნისს ოტია იოსელიანი 96 წლის გახდებოდა…
ნათელი მის სულს და მარადიული ხსოვნა.
მწერალი არ კვდება, სანამ მისი შემოქმედება ცოცხლობს. ოტია იოსელიანი კვლავ ჩვენთანაა თავისი სიტყვით, აზრითა და გენიით.
განსაკუთრებული მადლობა ბატონ შალვა აბაშიძესა და ბატონ სერგო კირკიტაძეს. მათი მოულოდნელი ტანდემით დღევანდელი დღე კიდევ უფრო დამშვენდა.
ლექსის გადაძახილით წაკითხვამ შეხვედრას განსაკუთრებული სითბო და ხიბლი შესძინა, რაც, ვფიქრობთ, თავად მწერალსაც განსაკუთრებით მოეწონებოდა,“ – წერს ნუცა ცისკარიშვილი.
