LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთია ჩემი თვალით დანახული მსოფლიო: ემოციური წერილი This is us-ის ვარსკვლავისგან

346
Lonnie-Chavis-aka-Adolescent-Randall

ბოლო დროის ყველაზე პოპულარული სერიალის This is us-ის ახალგაზრდა ვარსკვლავი რასიზმის შესახებ საოცრად ემოციურ წერილს აქვეყნებს.

ლეონ ჩევისი, რომელიც სერიალში რენდალის ბავშვობის პერსონაჟს თამაშობს, აღწერს როგორი გრძნობაა ამერიკაში “შავ” ბავშვად ყოფნა.

“ჩემი სიცოცხლე მნიშვნელოვანია… მაგრამ არის რო? ამერიკა ნათლად მიხატავს როგორ უნდა დავინახო საკუთარი თავი. ამერიკამ დამანახა, რომ სიშავე საფრთხეს გიქმნის, შესაბამისად, მე საფრთხეში ვარ. 7 წლამდე საერთოდ არ ვიცოდი რას ნიშნავდა, ეს ჩემთვის არავის უსწავლებია…” – წერს ჩევისი და ამბობს, რომ ფერადკანიანები განსხვავებულობას ყოველთვის გრძნობენ, როგორც პერსონალურ ურთიერთობებში, ისე პროფესიულში.

“შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ვიღაც წუხდება მხოლოდ იმის გამო, რომ კიდევ ერთი “შავი ბავშვი” ეუფლება მის პროფესიას? მე შემიძლია.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორ უნდა ახსნა “თეთრებით” სავსე ოთახში, რატომ ვერ იკავებ ცრემლებს, როდესაც რასიზმის შესახებ რაიმეს უყურებ? მე შემიძლია.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ვიღაც თქვენზე ფიქრობს რომ ქურდი ხართ, მხოლოდ იმიტომ რომ მუქი კანი გაქვს? მე შემიძლია.

თუ თქვენ არ გესმით რა ხდება მსოფლიოში, მაშინ იცოდეთ: ასე გამოიყურება მსოფლიო ჩემთვის, 12 წლის შავი ბიჭისთვის. ესაა ჩემი ამერიკა.

პოლიტიკას სჭირდება შეცვლა, კანონებსაც, პოლიციელებსაც, ჰოლივუდსაც, ამერიკასაც!

ცვლილებების შემდეგ, შეუიარაღებელ შავკანიანებს, არ უნდა ეშინოდეთ, რომ მათ მოკლავენ.

შეგიძლიათ საკუთარი თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინოთ: ცხოვრობდეთ 2020 წელში და არ იცოდეთ როგორი იქნება მომავალი? მე შემიძლია” – წერს პატარა ვარსკვლავი.

იმიტომ რომ შავია, თუ იმიტომ რომ დამნაშავეა – რასიზმი თავისუფლების ქვეყანაში?!

შეგახსნებთ, მსოფლიოში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ლოზუნგით “შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია”. ყველაფერი კი ასე დაიწყო: 46 წლის აფრო-ამერიკელი 25 მაისს მინეაპოლისის პოლიციამ სიგარეტის ყიდვისას დააკავა. მაღაზიის გამყიდველი დაეჭვდა, რომ ფლოიდმა ყალბი 20-დოლარიანი გადაიხადა. მან ფლოიდს სიგარეტის დაბრუნება სთხოვა, თუმცა ფლოიდმა უარი განაცხადა. ამის გამო თინეიჯერმა გამყიდველმა პოლიცია გამოიძახა. პოლიციელმა დერეკ შოვინმა ფლოიდი მიწაზე დააწვინა და მუხლი ყელზე დაადგა. ასეთ მდგომარეობაში ოფიცერს ფლოიდი თითქმის 9 წუთი ჰყავდა.

ფლოიდი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიდეო, სადაც ის არაერთხელ იძახის, რომ ვეღარ სუნთქავს, სწრაფად გავრცელდა. ოთხი პოლიციელი მეორე დღესვე სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო ერთი საპროტესტო ტალღის გავრცელების შემდეგ დააკავეს.

თუმცა, ეს გაბრაზებული ხალხისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და პროტესტის ტალღამ კორონავირუსთან ერთად მსოფლიო მოიცვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები