LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ COVAX-ს 4 მილიარდი დოლარით დააფინანსებს

78
file-20210113-21-1meuklt

აშშ პროგრამა COVAX-ს, 4 მილიარდი დოლარით დააფინანსებს. ამის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იუწყება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, COVAX-ი ოთხ მილიარდ დოლარს 2021-2022 წლებში მიიღებს. ამ პროგრამის მეშვეობით ვაქცინებს ელოდება არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პანდემიას ვერცერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი პროგრამის დაფინანსების გადაწყვეტილებაზე ისაუბრებს „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა დღევანდელ სამიტზე, რომელიც პანდემიის გამო ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდება.

„მთელ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების გაგრძელებასა და ახალი ვარიანტების წარმოშობასთან ერთად, ნათელია, რომ უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ვაქცინაციის რაც შეიძლება სწრაფად ჩატარება. ხვალ „დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე პრეზიდენტი განაცხადებს, რომ ის აპირებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები წარადგენს კონკრეტული ნაბიჯები, რომლის მიზანი მსოფლიოს მოწყვლადი მოსახლეობის დაცვით ამერიკელების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაა. კოვიდ 19-მა აჩვენა, რომ პანდემიის წინააღმდეგ მარტო მოქმედება არცერთ ქვეყანას შეუძლია“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g