LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ და რუსეთი ორმხრივ სტრატეგიულ სტაბილურობაზე დიალოგს იწყებს

73
1

“უახლოეს მომავალში, შეერთებული შტატები და რუსეთი ინტეგრირებულ ორმხრივ სტრატეგიულ სტაბილურობაზე დიალოგის პროცესს დაიწყებს, რომელიც იქნება მიზანმიმართული და ძლიერი.” – აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ორივე სახელმწიფოს დეპარტამენტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. 

როგორც ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული,  შტატებმა და რუსეთმა აჩვენა, რომ დაძაბულობის დროსაც კი შეუძლიათ პროგრესს მიაღწიონ საერთო მიზნებში, სტრატეგიული სფეროს პროგნოზირებაში, ასევე შეიარაღებული კონფლიქტების რისკისა და ბირთვული ომის საფრთხის შემცირებაში.

სწორედ ბირთვული იარაღის კონტროლია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც აღნიშნულ განცხადებაშია ყურადღება გამახვილებული:

“ახალი სტარტის ხელშეკრულების ბოლოდროინდელი გახანგრძლივება, კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ბირთვული იარაღის კონტროლისადმი. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პრინციპს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა დაიწყოს.

ამ მიზნების შესაბამისად, უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები და რუსეთი ერთად დაიწყებენ ინტეგრირებულ ორმხრივ სტრატეგიულ სტაბილურობაზე დიალოგს, რომელიც იქნება მიზანმიმართული და ძლიერი. ამ დიალოგის საშუალებით, ჩვენ ვცდილობთ საფუძველი ჩავუყაროთ იარაღის კონტროლისა და რისკის შემცირების სამომავლო ზომებს.” – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ვრცლად ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრის შესახებ:

ჟენევაში ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

“თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს” – ვლადიმერ პუტინს ჟენევაში აქციით დახვდნენ

ბაიდენისა და პუტინის პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამიტი გაფართოებულ ფორმატში გრძელდება

ამერიკელი და რუსი ელჩები საკუთარი საქმიანობის ადგილებს დაუბრუნდებიან: ვლადიმერ პუტინი

მსოფლიოში ყველაზე მეტი კიბერშეტევა აშშ-დან ხორციელდება: ვლადიმერ პუტინი

თუ ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი კატასტროფული იქნება: ჯო ბაიდენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g