LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ე.წ. სამხრეთ ოსეთში “რეფერენდუმის” და არჩევნების ჩატარებას გმობს

101

 

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ე.წ. სამხრეთ ოსეთში, 9 აპრილს დაგეგმილ “რეფერენდუმს”, რომლის მიზანია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელი შეიცვალოს და გახდეს ალანია.

აშშ ასევე, გმობს აფხაზეთში 12 და 26 მარტს ჩატარებული არალეგიტიმურ არჩევნებს და მის შედეგებს. დეპარტამენტი ასევე არ ცნობს,„სამხრეთ ოსეთში“ 9 აპრილს დაგეგმილ არჩევნებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“ეს არალეგიტიმური არჩევნები და რეფერენდუმი, მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოსთან მთავრობასთან შეთანხმების გარეშე. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენი პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში უცვლელი და ცხადი რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია“, – აღნიშნულიაგანცხადებაში.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g