LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ეროვნულ ჰიმნად ჯონ ლენონის Imagine-ის გამოცხადებას ითხოვენ

128
freepressjournal-2020-06-5edc37be-c0f0-4075-845b-2a3f8fc8ea26-BeFunky-collage--13-

აშშ-ში საპროტესტო აქციები კვლავ მიმდინარეობას. მოქალაქეები ფერადკანიანთა ჩაგვრას აპროტესტებენ. ყველაფერი კი თეთრკანიანი პოლიციელის მიერ, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. დემონსტრაციებს უამრავი ცნობილი სახე შუერთდა, ვარსკვლავები დონალდ ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებენ.

„მე უკეთ შემიძლია, დავინახო რაც ხდება, ვიდრე შენ“, - სტივი უანდერი დონალდ ტრამპს მიმართავს

ვიდეომიმართვაში სახელწოდებით The Universe is Watching Us (მთელი სამყარო გვაკვირდება) მომღერალი ტრამპის აფროამერიკელებთან მიმართებით  პოლიტიკას აკრიტიკებს

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ დემონტრანტები აშშ-ს სახელმწიფო ჰიმნის, The Star-Spangled Banner შეცვლას ითხოვენ. მათი განცხადებით, კომპოზიცია მონათმფლობელი ფრენსის სკოტ ქეის მიერ 1814 წელს დაწერილი პოემის, Defence of Fort M’Henry ტექსტია გამოყენებული.

მოქალაქეები ქვეყნის ჰიმნად ხელისუფლებას ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის ჰიტს Imagine სთავაზობენ.

შეგახსენებთ, სიმღერა ჯონ ლენონის მეორე, ამავე დასახელების სოლო ალბომში Imagine წარმოდგენილი, ის 1971 წელს გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები