LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე უკეთ შემიძლია, დავინახო რაც ხდება, ვიდრე შენ“, – სტივი უანდერი დონალდ ტრამპს მიმართავს

85
getty-stevie-wonder-slamds-donald-trump-630

ბოლო პერიოდში, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო ვარსკვლავების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. მას არაერთი ლეგენდარული არტისტი აკრიტიკებს. სულ ცოტა ხნის წინ, მადონამ პრეზიდენტს ნაცისტი და სოციოპათი უწოდა და მისი პოლიტიკური თუ სოციალური დამოკიდებულებები გააკრიტიკა.

მადონამ დონალდ ტრამპს ნაცისტი და სოციოპათი უწოდა

პოპ-ვარსკვლავი მადონა თავისი რადიკალური, პოლიტიკურ-სოციალური გამოხატულებებით ცნობილია

ახლა კი ლეგენდარულმა მუსიკალურმა არტისტმა, სტივი უანდერმა მიმართა პრეზიდენტს. ვიდეომიმართვაში სახელწოდებით, The Universe is Watching Us (სამყარო გვაკვირდება) მომღერალი ტრამპის აფროამერიკელებთან მიმართ პოლიტიკას აკრიტიკებს.

„როგორ უნდა ვიზეიმო  მონობის დასრულების დღე, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით?! ყველა წადით არჩევნებზე და მიეცით ხმა, მომავალი სწორედ თქვენს ხელშია. მინდა დონალდ ტრამპს მივმართო, მე შემიძლია, უკეთ დავინახო, რაც ხდება, ვიდრე შენ. სამყარო ჩვენ გვიყურებს“. – ამბობს 25 „გრემის“ მფლობელი მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები