LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ Google-ს ედავება

135
usa

ამერიკული კომპანია Google მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ამჯერად უსიამოვნო ინციდენტით მოექცა. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემის მფლობელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი და რამდენიმე შტატის ხელისუფლება უჩივის – მას ბაზარზე მონოპოლიის მიზნით კონკურენციის შეზღუდვაში ედავებიან.

როგორც ირკვევა, Google სხვადასხვა კომპანიას მათ მოწყობილობებში მისი საძიებო სისტემის დომინანტობისთვის ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდის. საუბარია ისეთ მწარმოებლებზე, როგორებიცაა: Apple, Samsung, AT&T, Mozilla და სხვა.

ოფიციალური ვაშინგტონი Google-ს მიერ ინოვაციურობის შეზღუდვის თემაზეც ამახვილებს ყურადღებას. იურისტები აცხადებენ, რომ Google-ის დომინაცია იმდენად მყარია, რომ კომპანიას ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა არ სჭირდება, რაც კონკურენციის შეზღუდვასთან ერთად, ინოვაციის ტემპსაც ანელებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში იმასაც აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიური გიგანტი ნაკლებ პასუხისმგებლობას იჩენდა ისეთი საკითხის მიმართაც, როგორიცაა კონფიდენციალურობა.

Google ყველა ამ ბრალდებას მარტივი არგუმენტებით პასუხობს. კომპანიის დაცვის მხარის თქმით, Google-ს საძიებო სისტემა ბაზარზე ლიდერობს არა კანონების დარღვევის გამო, არამედ იმიტომ, რომ ის არის უფასო, სწრაფი და ეფექტური.

საქმეზე სასამართლო პროცესი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში გაიხსნა და განხილვა, სავარაუდოდ, 10 კვირამდე გაგრძელდება.

იმ შემთხვევაში, თუ Google სასამართლო დავას წააგებს, მოსამართლემ მის ან რამდენიმე დამოუკიდებელ კომპანიად დაყოფას მოითხოვს, ან დააწესებს ისეთ რეგულაციებს, რომლებითაც Google-ის საძიებო სისტემა სხვა კომპანიების მოწყობილობებში საბაზისო აღარ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g