LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ირანზე თავდასხმას ვერ გაბედავს – ჰასან როუჰანი

124

ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმას ვერ გაბედავს,- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რატომ არ გვესხმის ამერიკის შეერთებული შტატები? მან იცის ჩვენი ძალის შესახებ და ძალიან კარგად ხვდება, რომ კონფლიქტი სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“,- განაცხადა ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა.

ჰასან როუჰანიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანმა გარეშე ძალის წინააღმდეგ სამხედრო ძალა უნდა ჩამოაყალიბოს. ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკურმა ლიდერმა მიზეზად ქვეყნის ტერიტორიისა და მისი რესურსების დაცვა დაასახელა.

„აუცილებლად უნდა მოვემზადოთ იმ სამხედრო ძალების წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვენი ტერიტორიების და რესურსების მისაკუთრება სურთ“,- განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g