LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ელჩი საქართველოში: „როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ“

158
რობინ დანიგანი

„როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ“, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს შორის მსგავსება საერთოდ არ არის.

მამუკა მდინარაძე: „მითხარით 1 პუნქტი რუსული კანონიდან, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში?!“

„როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი.

ასევე ნახეთ

,,საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის წინა, ლიბერალური დემოკრატიის ტრაექტორიას" – ჰელსინკის კომისია

რაც შეეხება კანონმდებლობის მსგავსებას ამერიკულთან, საერთოდ არ არის მსგავსი კანონი, აშშ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ის კანონი, რასაც თქვენ ახსენებთ, მიემართება ლობისტ ორგანიზაციების, კომპანიებს თუ პირებს, რომლებიც მუშაობენ სხვა ქვეყნების სასარგებლოდ და მათ აქვთ მოვალეობა, დარეგისტრირდნენ კონკრეტულ რეესტრში, ასე რომ, ამ კანონების მსგავსებაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

დანიგანმა ასევე ისაუბრა იმ დახმარებაზე, რომელსაც აშშ საქართველოს უწევს და თქვა, რომ წლების განმავლობაში შტატებმა 6 მილიარდი დოლარი დახარჯა, რადგან „მეგობრებს სურთ, რომ თავიანთი მეგობრები იყვნენ უფრო ძლიერები და აშშ სწორედ ამას აკეთებს.“

აშშ-ის ელჩი: „საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახშია.. მტკიცედ მჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას შეძლებს“

მისი თქმით, დახმარება მოხმარდა საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაუმჯობესა, სასაზღვრო დაცვას, საავადმყოფოებისა და სკოლების რემონტს, ექიმებისა და მასწავლებლების გადამზადებას, შეიქმნა ცენტრები სპეციალური შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მცირე ბიზნესის დახმარებას, პროფესიული სასწავლებლების გახსნას, ათასობით ქართველის გაცვლით პროგრამით აშშ-ში წასვლას.

„შემიძლია „ლინკები“ გავუგზავნო პრემიერ-მინისტრს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები დებენ დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციას“ – სიმონიშვილი კობახიძის განცხადებაზე

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი შეშფოთება და პოზიცია როგორც საჯაროდ ისე პირად საუბრებში ამ კანონპროექტის შესახებ, რომ თუ იგი იქნება მიღებული, ეს საქართველოს დააშორებს თავის ევროპულ გზას, ამავდროულად, ამ კანონის მიღება ნეგატიურად აისახება არასამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ ყოველდღიურად იმისთვის, რომ სიკეთე მოუტანონ საზოგადოებას.

უნდა აღვნიშნოთ ის, რომ აშშ არ არის მარტო ამ პოზიციაში და ამ შეშფოთებას იზიარებს ევროკავშირი, ევროსაბჭო, ნატო, ევროკავშირის პარლამენტი, ცალკეული ევროპული ქვეყნები და კანონმდებლები და მათაც მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონის მიღებას ექნება ნეგატიური გავლენა საქართველოს ევროპულ გზაზე“. – განაცხადა რობინ დანიგანმა.

magti 5g