აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელითაც არის ცნობილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის წინა, ლიბერალური დემოკრატიის ტრაექტორიას“
„გასულ კვირას, თანათავმჯდომარე სენატორმა კადრინმა და რეიტინგის წევრმა, სენატორმა ვიქერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უარი ეთქვათ რუსული სტილის კანონპროექტზე, რომელსაც ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ.
საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის წინა, ლიბერალური დემოკრატიის ტრაექტორიას“, – ვკითხულობთ ტექსტში.
Last week Co-Chairman @SenatorCardin and Ranking Member @SenatorWicker called on Georgian leadership to abandon the Russian-style "foreign agent" bill they are introducing in the coming days. Georgia must return to its previous liberal democratic trajectory. pic.twitter.com/NyzGcWGJ2P
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) April 9, 2024