უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ შეუწყვეტია, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოველ კოლეგასთან, მაია სანდუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ, 90 დღით საგარეო გრანტების გაცემის შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ვიცი, რომ არსებობს უამრავი ინსტიტუტი მთელ მსოფლიოში, რომლებსაც აშშ-ის მთავრობა ადრე მხარს უჭერდა.
მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რაც შეიძლება უკრაინამ ვერ მიიღოს და რას ვაკეთებ მე. მე ვარ ორიენტირებული სამხედრო დახმარებაზე. არ შეჩერებულა, მადლობა ღმერთს“, – განაცხადა ზელენსკიმ.