LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის რეზიდენტის სტატუსის მოსაპოვებლად ტრამპის ბარათების გაცემა დაიწყო

113
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, „ტრამპის ოქროს ბარათი“ და „ტრამპის პლატინის ბარათი“ ძალაში შევიდა.

„ტრამპის ოქროს ბარათი“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 1 მლნ დოლარის სანაცვლოდ, აშშ-ის რეზიდენტის სტატუსს ანიჭებს. ქვეყანაში ცხოვრების ნებართვა უმოკლეს დროში გაიცემა.

„ტრამპის პლატინის ბარათი“ კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 5 მლნ დოლარის სანაცვლოდ, გარდა იმისა, რომ აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების უფლებას ანიჭებს, 270 დღის განმავლობაში აშშ-ის ფარგლებს გარეთ მიღებულ შემოსავალზე გადასახადებისგანაც ათავისუფლებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე „ტრამპის ოქროს ბარათის“ მიღება უკვე შესაძლებელია, „ტრამპის პლატინის ბარათზე“ კი ჯავშნების მიღება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g