LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო – ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შიო III-ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას

124
აშშ-ს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

შიო III საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრდა

ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მ

„ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევნებია. ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას და მოუთმენლად ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან – მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან – თანამშრომლობას ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნების წინსვლისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g