აშშ ამაყობს, რომ საქართველოს მოკავშირეა და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას,- ასე ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
„მართალია, ადვილი არ არის ხანგრძლივი ბრძოლა, ყველას სწყურიან თავისუფლათ ამოისუნთქოს მაგრამ დარწმუნდით, უფრო უარესია, თუ მტერი დაგვამარცხებს, თუ ჩვენს ოჯახს, ჩვენ კერას და თავისუფლებას ის გააოხრებს, გათელავს და მიწასთან გაასწორებს. ქართველ ერს დიდი და საყურადღებო ისტორია აქვს; ჩვენ, ქართველები, ყოველთვის განვირჩეოდით თავგანწირვით და დიადი სიყვარულით სამშობლოსადმი. ჩვენი სამშობლო კვლავ აღმოცენდა, აყვავდა, დაგვიდგა ბედნიერი დღეები, ჩვენმა ერმა ბორკილები აიხსნა, მონობას თავი დაახწია და თავისუფლათამოისუნთქა. ნუ თუ ახლა მან ხელები უნდა ჩაუშვას და ეს მონაპოვი უნდა დაღუპოს? არა, ეს ასე არ უნდა მოხდეს და არც იქნება; ქართველი ხალხი არასოდეს არ იყო ლაჩარი და არც იქნება.“
ამ სევდიან დღეს ვიხსენებთ პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის ქედუხრელ და შთამაგონებელ სიტყვას სამხედრო სკოლის პირველ გამოშვებაზე 1920 წელს. ამ მიმართვიდან ხუთ თვეში წითელმა არმიამ თბილისი აიღო, თუმცა 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად უდრეკი ქართული სული მაინც არ გატყდა.
აშშ ამაყობს, რომ საქართველოს მოკავშირეა და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას“,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
https://www.facebook.com/tbilisi.usembassy/posts/10156101891207954