LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო სასწავლო ვიზებისთვის დაჩქარებულ გასაუბრებებს ამატებს

108
BeFunky-collage (3)

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სტუდენტური და გაცვლითი ვიზიტის აპლიკანტთათვის შეზღუდული რაოდენობით გაჩქარებული გასაუბრების შესაძლებლობას ამატებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, გასაუბრებაზე რეგისტრაცია შეეძლებათ პირებს, რომელთა მგზავრობის მიზანი არის სწავლის დაწყება ან გაგრძელება აშშ-ში:

„აშშ-ის მისია საქართველოში მიესალმება შეერთებულ შტატებში სწავლის მსურველ აპლიკანტებს და სავიზო პროცესის გაადვილებისთვის მუშაობას აგრძელებს.

გვსურს, შეგატყობინოთ, რომ საკონსულო განყოფილება ამატებს დაჩქარებული გასაუბრების შეზღუდულ რაოდენობას სტუდენტური და გაცვლითი ვიზიტის აპლიკანტთათვის, რომელთა მგზავრობის მიზანი არის სწავლის დაწყება ან გაგრძელება აშშ-ში დასაბუთებული სწავლისათვის და რომელთა პროგრამის დაწყების თარიღი დაჩქარებული გასაუბრების მოთხოვნის თარიღიდან 60 დღის ვადაშია.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ამ ვებგვერდს“ – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

დაჩქარებულ გასაუბრებაზე რეგისტრაციისთვის გადადით – ბმულზე.

პოპულალურები