LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო: „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო, აშშ-მა „ღირსეული პარტნიორის” წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო… რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?“

125
აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ე.წ მეორე ფრონტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

აშშ-ის საელჩო წერს, რომ „დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის, ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში“.

„მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის” წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო.

სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში.

სიმართლე კი მარტივია“, – აცხადებს საელჩო და აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც წერია:

„ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ. რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?“.

„მეორე ფრონტთან" დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის" წვრთნები…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ორშაბათი, 30 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g