LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა

139
Capture

აშშ-მა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს არჩევნების ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკვანძო ოფიციალური პირები ჩართული იყვნენ სასტიკ და ბოროტ ზეწოლაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის განზრახ ჟურნალისტების სამიზნეში ამოღებასა და ძალადობის გამოყენებაში.

შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმის, რომ პასუხი აგონ მათ, ვინც ცდილობს თავისი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვასა და ფუნდამენტური უფლებებისთვის ძირის გამოთხრას – საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით,” – განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, ბრედლი სმიტმა.

magti 5g